აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

9 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.


მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით თავიანთი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.


ამასთან, ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას წარმოადგენს, ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ელექტრონული ბიბლიოთეკის განვითარებას, აფხაზეთის თემატიკაზე ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება – ჩატარებას.


ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით ეროვნულ ბიბლიოთეკას სამახსოვრო საჩუქრად გადასცა წმინდა გიორგის ხატი. უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი, დრამატიზმით აღბეჭდილი ნამუშევრის – „რექვიემის“ ბანერის ბიბლიოთეკის სივრცეში განთავსების მიზანშეწონილობით დაინტერესდა; აფხაზეთის ტრაგედიის ამსახველი ნაწარმოების გამოფენის იდეა მოიწონა გიორგი კეკელიძემ.


მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები ნინო ხუნჯუა, რიტა ცინდელიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის მისაღწევად.

მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის
https://youtu.be/LP9f0UZE8GM








































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions