ჯემალ გამახარია „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისათვის“ პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

9 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისათვის“ პრეზენტაციას დაესწრო.

 

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სთავაზობს აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული მეწარმეების საწარმოებსა და კომპანიებში.

აღნიშნული პროგრამა დევნილ სტუდენტებს დასაქმებისათვის საჭირო უნარებისა და სამუშაო ჩვევების შეძენაში დაეხმარება. გარდა ამისა, პრაქტიკული სწავლების კურსის გავლის შემდგომ მეწარმეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს ექნებათ საშუალება დასაქმდნენ.

 

პრეზენტრაციას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტან ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.





















































































































































































 

 

 












Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions