აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მორიგი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია და აპარატის თანამშრომლები 14 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

 

უმაღლესი საბჭოს დელეგაცია თავდაპირველად შეხვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ზაალიშვილს. მსჯელობა გაიმართა მუნიციპალიტეტის მეშვეობით დევნილებისათვის აქამდე მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე. ასევე ორივე მხარე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე სადღეისოდ არსებული პრობლემების მოგვარებისათვის ურთიერთთანამშრომლობით გასატარებელ ღონისძიებებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მაქსიმალურად დროულად  უნდა მოხერხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა  სოციალური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნათა დაკმაყოფილება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან პანსიონატ „პლატოში“ გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები კომპაქტურად არიან განსახლებული. დევნილ მოსახლეობასა და  ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა შორის აზრთა გულახდილი ურთიერთგაზიარება გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები აქ მცხოვრებ 34 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ჰუმანიტარული დახმარების აქციას 2020 წლის ბოლომდე გააგრძელებს. აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.


აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მორიგი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა
https://youtu.be/Zh2rQ5H0zgs






























































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions