აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა




17 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის დეოკუპაციისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე ელგუჯა გვაზავამ კონკრეტულად ისაუბრა დევნილი მოსახლეობის დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებზე, კომპაქტურად ჩასახლებულ სექტორში გადაუჭრელ საკითხებსა და ვეტერანთა სოციალური პაკეტის გაუმჯობესების საჭიროებაზე. მისი აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში აუცილებელია ჩართული იყოს უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია. ამასთან ერთად, საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების და დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფორმატით მიმდინარე მუშაობას, რაც ითვალისწინებს პარლამენტთან ერთობლივი სხდომების ჩატარებას, სადაც უფრო ზედმიწევნით იქნება განიხილული არსებული პრობლემები.

 

პარლამენტის თავმჯდომარე გაგებით მოეკიდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ წამოწეულ საკითხებს და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და დევნილი მოსახლეობის პრობლემები, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური არის და იქნება ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions