11 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „ადა მარშანიასთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ოლღა ნაგარნინას შესახებ“.
დეპუტატებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს ქ-ნ ადა მარშანიასთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების აღდგენას, რომელიც მას შეუჩერდა 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის გამო. რაც შეეხება მეორე საკითხს, მისი განხილვა შემდგომი სასესიო პრეიოდისთვის გადაიდო.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.