"გაგრამ" საქართველოს თასი მოიპოვა და "ევროპის ლიგის" გათამაშებაში გავიდა



საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს “გაგრა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.

 

 

დამატებით დროში ”გაგრამ” სძლია ქუთაისის "ტორპედოს" და საქართველოს თასის მფლობელი გახდა. საქართველოს თასის მფლობელი ახალ სეზონში ”ევროპის ლიგის” გათამაშებაში ჩაერთვება.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ ეს მოგება მეტად მნიშვნელოვნად შეაფასა არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურ ჭრილშიც, რადგანაც საქართველო ევროპის ლიგის გათამაშებაში აფხაზეთის გუნდით წარსდგება: ”მთელი გულით ვულოცავ გუნდის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ამ დიდ მოგებასა და დებიუტს საერთაშორისო არენაზე.”


Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions