შეხვედრა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოში

 

 


30 მაისს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საუბარი ძირითადად შეეხო ერთობლივად შემუშავებული პროექტების რეალიზაციას, რაც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას. ე.გვაზავას თქმით, რამდენიმე  პროექტი წარმატებით განხორცილდა და დაიხურა.

 

ამსთან ერთად, მიმდინარეობს სხვა მოქმედი პროგრამები, მათ შორის ერთ-ერთია დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში ამ ეტაპზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა. ანალოგიური პროექტი ხორცილდება ენგურს გაღმა - გალის რაიონშიც.

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ პროექტების ერთობლივი რეალიზაცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions