თამაზ ხუბუამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

2021 წლის 9 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს ლევან თევზაიას და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

 

მინისტრმა ლევან თევზაიამ მოკლედ მიმოიხილა მიმდინარე და ის სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს.

ბატონი თამაზ ხუბუას მხრიდან ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი სტრუქტურების კომუნიკაციისა და ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას დევნილთა სოციალური და პოლიტიკური დაცვის საკითხებში. სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და ამ მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის ძირითად მახასიათებლებზე. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო მიმდინარე პროცესებში ურთიერთშეთანხმებული ჩართულობისთვის.

ბატონმა თამაზ ხუბუამ მის მიერ დასმულ შეკითხვებზე სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხები მოისმინა და თავადაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია.    







































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions