აფხაზეთის მცოცავი ანექსია გრძელდება

 

 


დე-ფაქტო აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა ლეონიდ ლაკერბაიამ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერები რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას უკვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით მიიღებენ, რაც მანამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ ქ. ადლერში დროებითი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

 

ერთი შეხედვით,  ეს სიახლე თითქოსდა აფხაზეთის პენსიონერებზე ზრუნვას ითვალისწინებს და მათთვის პენსიის მიღების პროცედურის გაუმჯობესებას, სინამდვილეში კი რუსეთს მხოლოდ იმპერიული ინტერესები ამოძრავებს.

 

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანზორ წოწონავამ: ”არანაირი სოციალური პაკეტის გაუმჯობესება აქ არ არის,  ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული - რუსეთი ცდილობს ამ კუთხითაც აფხაზეთის მთლიანად დამორჩილებას. აფხაზეთის დამოუკიდებლობა გაფორმდა მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე, სინამდვილეში იქცა რუსეთის ფედერაციის ერთ პატარა გუბერნიად, სადაც თავისი მმართველობის თანდათანობით დამკვიდრებას სხვადასხვა საშუალებებით ახერხებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პენსიების გაცემის გამარტივებით”.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions