თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ვაკის ფილიალის ხელმძღვანელობის ინიციატივით 8 ივნისს 14 საათზე გასართობ კომპლექს ”კოპალაში” (წყნეთი, რუსთაველის #3) ჩატარდება საქველმოქმედო ღონისძიება აფხაზეთიდან 60 სოციალურად დაუცველი დევნილი მოზარდისათვის.
რამდენიმე საათის განმავლობაში დევნილ კურსდამთავრებულებს უსასყიდლოდ დაეთმობათ ”კოპალას” ბოულინგის დარბაზი, უმცროსკლასელებს კი - კარაოკე და გასართობი ატრაქციონები.
ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდებიან.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება