აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენას დაესწრნენ

21 აპრილს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

 

სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ მოხსენება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დავით ლომიტაშვილმა და სალომე მელაძემ წარადგინეს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტები და სხვა.

სხდომის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა.   















































































































 

 








































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions