ჯემალ გამახარია აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

12 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება - „ერთობა ხვალისთვის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს მიეძღვნა.

 

კონფერენციას, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მიესალმნენ ღონისძიების ორგანიზატორები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადობა „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე. ასევე მოწვეული სტუმრები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით ზილფიმიანი და ეკა სეფაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას ხელმძღვანელი ალუ გამახარია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი,  მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცის პრეზიდენტი, „აფხაზეთთან ბიზნეს ურთიერთობების აღორძინების ერთიანი პლატფორმა“-ს ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე და სხვა.

 

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ პროფესორი ლია ახალაძე – „აფხაზთა სამეფოს ისტორია და კულტურა“; პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, დოქტორი სოფიკო ჭაავა – „აფხაზთა რაოდენობა, ეთნიკური იდენტობა და დედაენა XX საუკუნეში“; ვალერი ჩეჩელაშვილი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მკვლევარი – „აფხაზეთის ომი. დიპლომატიური შეფასება“; ექსპერტი ლევან გერაძე – „კონფლიქტის ტრანსფორმაცია აფხაზეთში და მრავალარხიანი დიპლომატიის პერსპექტივები“; პროფესორი თეიმურაზ ფაჩულია – „რბილის ძალის ინოვაციები“; პროფესორი ზურაბ ხონელიძე – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“; პროფესორი გიორგი სოსიაშვილი – „შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიიდან“ (ტერმინ „ოსყოფილის განმარტებისათვის“); გიორგი შერვაშიძე – აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე.

 

აღნიშნული სამეცნიერო კონფერენციით აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებენ ორკვირეულს, რომელშიც ჩართული იქნება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. კონფერენციის დასკვნითი ეტაპი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions