თამაზ ხუბუა აფხაზეთის დევნილი საზოგადოებრივი სპექტრის აქტივისტებს შეხვდა

2021 წლის 17 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამაზ ხუბუა შეხვდა აფხაზეთის დევნილი საზოგადოებრივი სპექტრის აქტივისტებს მანანა ზაქარაიას და ჯონი შამათავას.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა კონკრეტული წინადადებები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალური დაცვის სფეროში სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირებული წარმართვის უზრუნველსაყოფად, ამ მიმართულებით მიმდინარე ეტაპზე ჩასატარებელი რიგი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების ნუსხა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდეს და ჩატარდეს ერთობლივი ონლაინ კონფერენცია თემაზე - „აფხაზეთის პრობლემატიკა, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ბრძოლის ერთიანი ასპარეზი“. მოსმენილი იქნა აგრეთვე წინადადებები აფხაზეთიდან დევნილ ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის აუცილებლობის თაობაზე.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ და თავიანთი მოსაზრებები განხილულ თემებთან დაკავშირებით გამოთქვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაიამ.

















































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions