„აგვისტოს 5 დღე“ - გაშიშვლებული რუსეთი

 

 

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა კინოთეატრ „ამირანში“ ჰოლივუდელი რეჟისორის რენი ჰარლენის  მიერ გადაღებული ფილმის “აგვისტოს 5 დღის” კოლექტიურად ნახვის შემდეგ თავიანთ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.

 

როგორც ისაუბრეს, როგორც  ჩვენებას დაესწრნენ. ფილმი რეალურ ისტორიაზეა აგებული და ასახავს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მოვლენებს. „ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსათვის მოსაყოლად"– ამ სიტყვებით წარადგინა ფილმი თავად რეჟისორმა. ფილმი ძალიან ემოციური და მძიმე საყურებელი იყო.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ ფილმი შეაფასა, როგორც „ძალიან ემოციური და მძიმე საყურებელი. ამასთან ერათად ლამაზი, დინამიური, რომელიშიც ფაქიზად და ზომიერად არის ასახული ის პოლიტიკური მომენტები, რაც მსოფლიოს არ უნახავს და აუცილებლად უნდა ენახა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მნიშვნელობას, ვთვლი, რომ ამ მხრივ ეს ფილმი შედევრია. ძალიან მკაფიოდ ჩანს პატარა ქვეყნების პრობლემა ზესახელმწიფოების ინტერესების ფონზე. საკმაო დოზით არის იმის კრიტიკაც, რომ დიდ სახელმწიფოებს ავიწყდებათ პატარა ქვეყნების მიმართ აღებული ვალდებულელები, –„რა დროს საქართველოა, ყველა პეკინის ოლიმპიადაზეა გადართული“.

 

ამ ფილმმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა კრემლის ნამდვილი, იმპერიალისტული სახე. კარგად ჩანს რუსული დამპყრობლური პოზიცია, რომელსაც აფხაზეთსა და ცხინვალში გამათავსუფლებელ მოძრაობას უწოდებს, ხოლო ჩეჩნეთში, რომელიც მიწასთან გაასწორა,  ტერორიზმთან ბრძოლას! მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში რუსებმა გადაიღეს ფილმი „სამი რვიანი“, რომელიც ეხებოდა ცხინვალის რეგიონში დატრიალებულ ტრაგედიას, სადაც სიმართლე, რა თქმა უნდა, არის გამრუდებული და ქართული მხარე  გამოყვანილია აგრესორებად. „აგვისტოს 5 დღე“ ამის საპირწონე ფილმია, მე ვიტყოდი, რომ ეს პატარა ბომბია“.

 

ფილმის შესახებ შთაბეჭდილება აფხაზეთის ომის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა ზურაბ მებონიამ გაგვიზიარა:  „ფილმი ძალიან შთამბეჭდავია, წარმატებულია, მას უკვე  მოჰყვა უამრავი დადებითი გამოხმაურება. ჩემი აზრით, რეალურად არის ასახული რუსული სისასტიკე, რაც ჩვენ 17 წლის წინ  განვიცადეთ, ძალიან ზუსტად არის გაცოცხლებული  დაგეშილი რუსი გენერლების აგრესია და დაქირავებული მეომრების უგულო ანგარიშსწორებები, მაგალითად, კაზაკი მეომარი, რომელსაც გულზე ჯვარი აქვს გამოსახული, როგორი სისიტიკით გამოუსვამს ყელში დანას ქართველ მშვიდობიან მაცხოვრებელს. მე ვფიქრობ, მსოფლიომ უნდა ნახოს, თუ რამხელა რუსული აგრესია დაატყდა თავს საქართველოს და როგორ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ ნამდვილი გმირები, როგორ ებრძოდნენ თავისზე ბევრად მრავალრიცხოვან მტერს ქართველები და მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი მესიჯი მსოფლიოსთვის აფხაზეთის საკითხში სამართლიანობის აღდგენისთვის.  ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ნამდვილად არავის არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ომი რუსეთმა დაიწყო, თუ საქართველომ.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions