ჯემალ გამახარია ვებინარ-კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა

8 ივლისს დაიწყო და 9 ივლისს გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ვებინარ-კონფერენცია  თემაზე „უძველესი კოლხეთის კულტურული მემკვიდრეობა.“ კონფერენცია ნაწილობრივ ონ ლაინ რეჟიმში დაიგეგმა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველები და სკოლის ასაკის მოსწავლეები ღებულობენ, ასევე ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

კონფერენცია კულტურულ-შემეცნებითი პროექტის „უძველესი კოლხეთის კულტურული მემკვიდრეობა, დანახული 21-ე საუკუნის საქართველოს ბავშვების თვალით“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც  ააიპ „კავკასიის განვითარება“ ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით თავისუფალი საგრანტო პროექტების პროგრამის მეშვეობით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ტეგნოლოგიური უზრუნველყოფით.

 

ოთხმა ავტორმა, მათ შორის  ააიპ „კავკასიის განვითარების” ხელმძღვანელმა ქეთევან ცხოვრებაშვილმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენება-პრეზენტაციები ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა მიმართულებიდან.

ღონისძიების მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა. მან კმაყოფილება გამოხატა ახალი თაობის კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის მიზნით გაწეული საქმიანობისათვის; ამასთან, გამოთქვა  კონფერენციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა, რათა  სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მოზარდებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტების შესახებ და დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების, ნდობის აღდგენის ისტორიული აუცილებლობის თაობაზე.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions