აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
სენაკში ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს - ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელებს, შშმ პირებს, ჯამში დარიგდა 70-მდე ამანათი.
გარდა ამისა, გაიმართა მსჯელობა რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაზე ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები, კორონა ვირუსის პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან ნებაყოფლობით რიცხავენ თანხებს სასურსათო პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის გადასაცემად.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.