აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა იაპონიის ელჩს შეხვდა

 

 

 

საქართველოს გერმანელთა ასოციაციის „აინუნგში“ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მასაიოში კამოჰარასთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგნელებიც.

 

შეხვედრაზე ღონისძიების მონაწილეებმა სოლიდარული მხარდაჭერა და გულწრფელი თანადგომა გამოხატეს უპრეცედენტო სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული  იაპონელი ხალხის მიმართ. აფხაზეთის სამხატვრო ხელოვნების მოღვაწეებმა იაპონიის ელჩს საჩუქრად მიართვეს საკუთარი ნაშრომები.

 

შეხვედრაზე შეთნხმდნენ, რომ მშვიდობისმყოფელი აქციის ფარგლებში გამართულ  საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვაში მონაწილობას მიიღებენ აფხაზეთის მხატვრები და მოქანდაკეები, შემოწირული თანხა და ჰონორარი კი სტიქიით დაზარალებულ იაპონელ ბავშვებს გადაერიცხება. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ საზოგადოებას თავისი ინიციატივა გააცნო, – თუკი იაპონელი ბავშვები გამოთქვამენ საქართველოში დასვენების სურვილს, აფხაზეთიდან დევნილები  დიდი სიამოვნებით უმასპინძლებენ მათ თავიანთ ოჯახებში.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions