აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასაიოში კამოჰარას ერთობლივი პრესკონფერენცია ჩატარდება

 

 

 

იაპონია-საქართველოს ასოციაცია ”ბერიკაბუკი”, საქართველოს გერმანელთა ასოციაცია ”აინუნგი” და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 20 ივნისს, 14,30 საათზე საქართველოს პროფკავშირების კულტურის სახლში ჩაატარებენ ერთობლივ პრესკონფერენციას.

 

პრესკონფერენციის ინიციატორები მედიის საშუალებით საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, იაპონიაში მომხდარი უპრეცედენტო სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად, მათ მიერ მოძიებული ახალი წყაროების შესახებ.

 

გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებულია იაპონელთა დასახმარებლად ტელეესტაფეტის ორგანიზების შესახებაც.

 

პრესკონფერენცია გაიმართება საქართველოში იაპონიის ელჩის მასაიოში კამოჰარას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა (გია) გვაზავას და გერმანელთა ასოციაცია ”აინუნგის” წევრთა მონაწილეობით.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions