ჯემალ გამახარია ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო.

 

ჟურნალ “რიწის” 2021 წლის ახალი ნომრის პრეზენტაციას და კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენას აფხაზეთის სულიერების ცენტრში უმასპინძლეს.

 

ჟურნალში გამოქვეყნებული მრავალმხრივი თემატიკა, თითოეული პუბლიკაცია, მათ შორის ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტური, პოეტური თუ პროზაული ნაწარმოებები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც   განსაკუთრებულად სულისშემძვრელი და საყურადღებო აღმოჩნდა. ღონისძიებაზე მოწვეულმა საინტერესო საზოგადოებამ,  ლიტერატურათმცოდნეებმა, ისტორიკოსებმა, თავად ავტორებმა ხაზი გაუსვეს  ჟურნალის მაღალმხატვრულ და ღრმა შინაარსობრივ დონეს, ასევე შესანიშნავად ორგანიზებულ და საინტერესო წარდგინებას, რაშიც, უპირველესად, დიდია მისი რედაქტორის, ნანა ქარდავას როლი.

 

ახალი ნომრის ძირითადი თემა ქართული ანბანია, რომლის გარეკანს მოქვის უნიკალური ოთხთავის ფოტო ამშვენებს.

 

მოქვის სახარებაზე დაწვრილებით ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა ჯემალ გამახარიამ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ და ჟურნალ „რიწის“ მნიშვნელობას, გამოქვეყნებული ნაწარმოებების მხატვრულ ღირებულებას გაუსვეს ხაზი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველმა იოსებ ჭუმბურიძემ, პრეზენტაციის მასპინძელმა - აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესო სილაგაძემ,  აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, პოეტებმა,  ჟურნალი „რიწის“ ერთგულმა მკითხველებმა.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions