აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 22 ნოემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 73 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც რუსთავში მდებარე ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქ. რუსთავის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნინო შამუგია.

გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაზე ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად იმუშავებენ.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.   




































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions