საქველმოქმედო აქცია

 

 

24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთიდან დევნილ ობოლ და ინვალიდ ბავშთა ფონდის ხელმძღვანელმა ნანა ჩალიგავამ და ამერიკული არასამთავრობო საერო ორგანიზაცია ”ამქორი”-ს გენერალურმა კოორდინატორმა საქართველოში გოგი გედევანიშვილმა ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს, რომლის ფარგლებში მათ ქ. თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები მოინახულეს.

 

აქციის ორგანიზატორები დევნილი ბავშვების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრნენ, რომლის შემდეგ დევნილ ბავშვებს ჰიგიენური ნაკრები და სხვა საჩუქრები გადასცეს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ამერიკელ სტუმრებს თანადგომისათვის მადლობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ დღეისათვის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ძალზედ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება, საქველმოქმედო ორგანიზაციები ყველაფერს აქეთებენ, რათა ამ ადამიანების ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც ნაყოფიერად ითანამშრომლებენ.

 

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკული არასამთავრობო საერო ორგანიზაცია ”ამქორი”-ს ამერიკელმა დამფუძვნებლებმაც.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions