დღეს წმინდა მოწამე ბარბარეს ხსენების დღეა

წმინდა ბარბარე სიმბოლოა ადამიანის ურყეობის, სიმტკიცის, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულების; ის გამორჩეულად უყვართ საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სწამთ მისი ძალისა და მადლის.

 

სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ოდითგან საქართველოში წმინდა ბარბარეს სახელობის უამრავი ეკლესია-მონასტერი, სალოცავი არსებობს, მათ შორის ენგურსგაღმა, დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ 1640 წლის 6 თებერვალს სამეგრელოში ჩამოსულ რუს ელჩებს დრანდის მონასტერში ქართველმა სასულიერო პირებმა აჩვენეს წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები - ორი ხელის ძვალი მაჯიდან იდაყვამდე.

წმინდა ბარბარეს ევედრებიან სნეულთა განკურნებას, შვილების, ოჯახის, ქვეყნის შეწევნას. ამ ვერაგი კორონა-პანდემიის ჟამს ქალწულ-მოწამეს შევევედროთ, უპირველესად, შეგვეწიოს მის დამარცხებაში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ულოცავს ყველა მორწმუნეს, თითოეულ თანამოძმეს. ჯანმრთელობას უსურვებს მთელ მოსახლეობას და უახლოეს მომავალში ენგურსგაღმა ოდითგან არსებულ დიდმოწამის სალოცავში უსურვებს ამ დღის აღნიშვნას მშვიდობიანად, ერთიანი საქართველოს ფარგლებში.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions