სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 240 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში და ქ. ზესტაფონში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.
სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა ნათია კოპალიანმა და კონსტანტინე ბასარიამ.
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაზე ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად იმუშავებენ.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.