დღეს, 7 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.