შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის კიოკუშინ კარატე სეიბუკის საქართველოს წარმომადგენლებთან

 

 

9 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა საერთაშორისო ორგანიზაციის კიოკუშინ კარატე სეიბუკის საქართველოს ფილიალის აღსაზრდელებსა და სამწვრთნელო-პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლებს პრეზიდენტ გოჩა კაკაბაძეს და ვიცე-პრეზიდენტ კახა კაკაბაძეს შეხვდა. მან ასევე საქმიანი მოლაპარაკება გამართა სპორტული გაერთიანების მესვეურებთან.

 

დაისახა კონკრეტული ერთობლივი სამოქმედო ღონისძიებები ფილიალის დევნილი სპორტსმენების შესაძლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ფილიალის კოლექტივს ასევე სტუმრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის” წარმომადგენლები (ორგანიზაციის პრეზიდენტი დალილა ხორავა). როგორც ცნობილია აღნიშნული ფილიალის აღსაზრდელების ჯგუფი მონაწილეობდა კონკურსის „ნიჭიერი” ფინალში და მოსახლეობის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად ფილიალის 80-მდე აღსაზრდელი აქტიურად ისვენებს სოფ. ცხვარიჭამიის ახალგაზრდულ ბანაკში „დილა”.

 

აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას გარკვეული შეფობა აქვს აღებული ფილიალის სპორტსმენ მოზარდებზე, რომელთა შორის 60%-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების წევრები არიან. ორგანიზაციის პრეზიდენტმა და გამგეობის წევრებმა მოზარდებსა და მათ მწვრთნელებს საჩუქრად ჩაუტანეს სასკოლო საკანცელარიო ნივთები და საკვები პროდუქტები, ზოგიერთი საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი; არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითღონისძიებაზე ჩაყვანილმა ექიმთა ჯგუფმა ყველა მოზარდს ჩაუტარა სამედიცინო გასინჯვები.

 

შემდგომში დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციისა და კარატე სეიბუკის ფილიალის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

 

შეხვედრას ესწრებოდა ქ.ნიუ-იორკში არსებული კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯანინ ვაითი. აღნიშნული უნვერსიტეტი სწავლობს ადგილნაცვალი მოსახლეობის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრობლემებს მთელ მსოფლიოში. ბატონი თ.ხუბუა და ქალბატონი ჯ.ვაითი შეთანხმდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფორმების შესაჯერებლად მომდევნო შეხვედრების ჩატარების აუცილებლობაზე.

 

შეხვედრის დასასრულს კიოკუშინ კარატე სეიბუკის სკოლის წარმომადგენლებმა გამართეს საჩვენებელი ვარჯიშები საბრძოლო ტექნიკაში;

 

ფილიალის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა გამოხატეს დიდი მადლიერების გრძნობა მათი სკოლის საქმინაობისადმი აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოვლენილი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions