უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვივნენ

15 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა შეხვედრა გამართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კოლექტივთან.

 

თამაზ ხუბუამ და ნუგზარ მგალობლიშვილმა ინფორმაციები მიაწოდეს შეხვედრის დამსწრეებს მიმდინარე პერიოდში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების კოორდინირებული და აქტიური მუშაობის მნიშვნელობის თაობაზე.

განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს მიმდინარე ეტაპზე მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს მინისტრ ეკა ხოფერიას გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აფახზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის უფროსმა ნათია დარსანიამ.











































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions