უმაღლესი საბჭოს წევრები აფხაზეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დააჯილდოვებას დაესწრნენ

7 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მედიცინის დამსახურებულ მუშაკებს შეხვდნენ.


ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურეობრივი მივლინებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინახაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის 35 მედიცინის მუშაკი და 20 კლინიკა დაჯილდოვდა, რომელთანაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამაშრომლობა აკავშირებს.

მოწვეულ სტუმრებს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

დაჯილდოების წერემონიალში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები.













































































 










Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions