თათბირზე განიხილებოდა საკითხი უმაღლესი საბჭოს მუშა ორგანოებისა და აპარატის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად მიმდინარე ეტაპზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
უმაღლესი საბჭოს ამოცანებზე და მათი განხორციელების გზებზე შესაბამისი ინფორმაციით თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა წარსდგა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი საბჭოს სპიკერატი და აპარატის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ხელს უწყობენ მუშა ორგანოებს თავიანთ საქმიანობაში, ამასთან, ახორციელებენ პრეზიდიუმისა და სესიის გადაწყვეტილებების განუხრელ შესრულებას.
თამაზ ხუბუამ უმაღლესი საბჭოს კომიტეტების საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა კომიტეტების მიერ სხდომების რეგულარულად ჩატარებისა და მათ მუშაობაში კომიტეტების წევრების მაქსიმალურ ჩართვაზე. ასევე, კომიტეტების მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებისა და მათი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე.
უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაობის შიდა განაწესის რეალიზაციისა და რეგლამენტის მოთხოვნების სრულყოფილად შესრულების ცალკეულ საკითხებზე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებოანიამ ისაუბრა. მან ვრცლად ისაუბრა აპარატის დამოკიდებულებაზე პროცედურული საკითხების მოგვარებისა და აგრეთვე ინფორმაციული და გამჭვირვალედ გაშუქების უზრუნველყოფაზე.
თათბირის მსვლელობისას გამოითქვა შენიშვნები, მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.