ჯემალ გამახარია პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“-ს ავტორს ნინო ცაბაძეს და ფონდ "საქართველოს ემიგრანტები"-ს დირექტორს ქეთევან კინწურაშვილს შეხვდა



15 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“-ს ავტორს ნინო ცაბაძეს და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს და ფონდ „საქართველოს ემიგრანტები“-ს დირექტორს ქეთევან კინწურაშვილს უმასპინძლეს.

 

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, უმაღლესი საბჭოს წევრი თეიმურაზ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და უმაღლესი საბჭოს აპარატის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია.



სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძებებზე და სთხოვეს უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის განხორციელების ფარგლებში.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და საკუთარი ინიციატივაც გააჟღერეს, რაც გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების ჩართვას პროექტში. მხარეები შეთანხმდნენ ახალი პროექტის შექმნაზე, რომელიც წარედგინება აფხაზეთის მთავრობას, კერძოდ კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მოწვეულ სტუმრებს, ქეთევან კინწურაშვილს და ნინო ციბაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.



















Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions