გენო კალანდიას გახსენება

ზუსტად ხუთი წლისა და ერთი თვის უკან - 2017 წლის 15 მარტს გარდაიცვალა გენო კალანდია. დღეს კი - 15 აპრილს, მისი დაბადების დღეა!

 

ამდენი ხანია არ ისმის მისი საოცარი ტემბრის ხმა, რომლითაც ის გამორჩეოდა სხვებისაგან, გულწრფელი, როგორც მისი ლექსები, გულში ჩამწვდომი, როგორც მისი განცდები ქვეყნის ტკივილისადმი, შეუვალი, როგორც მისი შეძახილი აფხაზეთის საკითხისადმი, ქვეყანაში, მსოფლიოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების  პრობლემებისადმი.

სხვანაირად მას არ შეეძლო: მან ხომ დიდი გზა გამოიარა-დაწყებული სოხუმის რადიოში, საოლქო გაზეთში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობიდან, საქართველოში შემომქმედი ადამიანისათვის განკუთვნილი ყველა  ჯილდოთ საქართველოს სახელმწიფო, შოთა რუსთაველის სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატობით დამთავრებული. ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყებიდან 1966 წელს ქ.სოხუმში მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტელებიდან, აღიარებმდე იყო 30-მდე პოეტური კრებული და დრამატული პიესა, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: ,,ფესვები“, ,,მიწის ჭრილობა“, ,,მწუხრის არაბესკები“, ,,მესამე თვალი“, ,,ასი სონეტი“, ,,რეკვიემი“, ,,ერთტომეული“, რამდენიმე ენაზე თარგმნილი და გამოცემული ლექსები. იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ალმანახ ,,ეგრისის“ რედაქტორი, ჟურნალ ,,რიწის“ პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით დაწესდა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა. ღირსეულად ატარა „ღირსების ორდენი“, ამომრჩელთა საპატიო და საპასუხისმგებლო  ნდობა იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, სიცოცხლის ბოლომდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.

,,ასი სონეტისა“ და „ რეკვიემის“ ავტორი გენო კალანდია დაკრძალულია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა ტაძრის ეზო-სავანეში. მის საფლავის ქვაზე ეპიტაფიად დატანილია საკუთარი ლექსი: „იყო... ცხოვრობდა.... წერდა... უყვარდა....“.

მადლობა ყოველივე ამისათვის!!!

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions