რას ასახავს გამოკითხვის შედეგები


სასტუმრო ”ციტადინში” არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციამ ”შერიგების რესურსები”  დევნილთა ქსელ ”სინერგიასთან” თანამშრომლობით 2010 წელს აფხაზეთიდან დევნილთა შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტეს, მიზანი ამ გამოკვლევებისა, რომელიც მოიცავდა საქართველოში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 1000 დევნილს, იყო მათი შეხედულებების და დამოკიდებულებების გამოვლენა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სამართლიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სლაიდები, სადაც დიაგრამების სახით გამოსახული იყო  საქართველოს მასშტაბით ჩატარებული დევნილთა გამოკითხვის სტატისტიკური მონაცემები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, მისასალმებელია, რომ გამოკითხულ დევნილთა უმრავლესობას (82%) აფხაზების მიმართ კეთილი განწყობა გააჩნია, 59% - კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების მომხრეა. ორგანიზატორების თქმით, გამოკითხვის შედეგებმა გაკვირვებაც კი გამოიწვია აფხაზურ მხარეში.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საინტერესო მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ამ გამოკითხვების ჩატრებისას მნიშვნელოვანია აუდიტორიის  გათვალისწინება, ანუ დევნილთა სოციალური წრე, წარმომავლობა რეგიონების მიხედვით,  რამდენად გულახდილები არიან ისინი ამ გამოკითხვის დროს  და ა.შ. - ყოველივე ეს პასუხების მრავალფეროვნებას განაპირობებს. ე.გვაზავამ ასევე აღნიშნა, რომ ქართველებს აფხაზებისგან მტრის ხატი არასოდეს შეუქმნიათ, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ნეიტრალური პირების მიერ ორგანიზებული გამოკვლევებით.

19.07.11

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions