გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

სულ რამდენიმე წუთში მართლმადიდებელი საქართველო მაცხოვრის აღდგომას შეეგებება.

 

ქრისტიანები მას ოდითგან ზეიმთა ზეიმს უწოდებენ, რადგან ეს დღე  მესიის მოვლინებას, მის მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. იგი არის დღე, რომელიც ნებისმიერ მორწმუნეს განუზომელი სიხარულით, იმედით, უფლის რწმენით და სიკეთით აღავსებს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს სახელით, საუფლო დღესასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულს, ყველაზე მთავარს - მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოს, უპირველესად მაინც, აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს და უსურვებს ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, სიმტკიცეს, სააღდგომო განწყობას, საკუთარ სახლ-კარში მშვიდობიანად, ღირსეულად დაბრუნებას, დანგრეულის სიყვარულით აღდგენას, უახლოეს მომავალში ამ საკრალური დღესასწაულის ტრადიციული, ქართულენოვანი ლიტურგიით აფხაზეთში აღნიშვნას. ამასთან, მოგვიწოდებს ყველას, განსაკუთრებული მადლით აღსავსე ბრწყინვალე შვიდეულის თითოეულ დღეს ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისათვის, გაძლიერებისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისათვის,  მოძმე უკრაინაში რუსეთის აგრესიის უკრაინელთა წარმატებით დასრულებისათვის, მთელს სამყაროში მშვიდობიანი, ცივილური და დემოკრატიული იდეების  დამკვიდრებისათვის.


ქრისტე აღსდგა; მრავალს დაესწარით!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions