უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია ზესტაფონში, ქუთაისსა და ზუგდიდში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 23 აპრილს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 275 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში და ქ. ზესტაფონში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია - 100 საქმიანი ქალის“ ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციალა ნებიერიძემ და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა მზია კვინიკაძემ, ასევე აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა ნათია კოპალიანმა და კონსტანტინე ბასარიამ.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.








































































































 



















































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions