თამაზ ხუბუა: ”რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა პოლიტიკურ პერსპექტივებზე გათვლილ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს”


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს განცხადება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეპარქიების საქართველოს დედა ეკლესიის შემადგენლობაში არსებობის უალტერნატივობაზე, რომელიც მან გააკეთა მის უწმინდესობა ილია მეორესთან უკრაინაში შემდგარი შეხვედრის შემდეგ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ დატვირთვას იძენს რუსეთ-საქართველოს შორის დღეს არსებული ურთიერთობის კონტექსტში, განსაკუთრებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის დარეგულირების სფეროში.

წინასწარ განჭვრეტა იმისა, თუ რა ტემპებით განვითარდება კონფლიქტების პოლიტიკური მოწესრიგებისათვის წარმოებული პროცესები, რთულია, მაგრამ ორი ქვეყნის - საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან ტერიტორიული პრობლემატიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებლის შეფასებისას ერთიანი, მტკიცე პლატფორმის დაფიქსირება უდაოდ ხელშესახებ, პოლიტიკურ პერსპექტივებზე გათვლილ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს.

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებში უმაღლეს სახელმწიფო და სასულიერო დონეზე დასტურის მიღება მასზედ, რომ მათი დროებით მიტოვებული სალოცავი ადგილები იყო, არის და მუდამ იქნება ქართული განუყოფელი მართლმადიდებლური ეკლესიის მადლით მოსილი, მისი განუხრელი მფარველობის ქვეშ, დიდ მოწონებასა და ხვალინდელი დღისადმი იმედიან განწყობას იწვევს, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

29.07.2011

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions