უმაღლესი საბჭოს წევრები დიმიტრი უზარაშვილის შემოქმედებით საღამოს - „ცხრამეტი მე” დაესწრნენ

29 აპრილს, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, ამავე სკოლის მოსწავლის - დიმიტრი უზარაშვილის შემოქმედებითი საღამო - „ცხრამეტი მე”.

 

შემოქმედებით საღამოზე წაკითხულ იქნა ახალგაზრდა შემოქმედის პროზაული ნაწარმოებები, რომელიც სითბოთი და სევდით არის გაჯერებული. ამასთან, მოეწყო დიმიტრი უზარაშვილის ნახატების გამოფენა, რომლებიც შესრულებულია ქაღალდზე და ტილოზე, როგორც ზეთის, ასევე აკრილის საღებავებით.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე, მოადგილე მარიამ კუჭავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უმაღლესი საბჭო აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

საღამოს დასასრულს ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლას საპატიო სკოლის, ღონისძიების ორგანიზატორს, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორს ნანა ჯალაღონიას მადლობის, ხოლო დიმიტრი უზარაშვილს წარმატებულის სიგელები გადასცა.   






































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions