კონცერტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შედგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, სოფია კვიციანის მეგობრები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებრიობა.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალ სოფია კვიციანს რამდენიმე თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ახალგაზრდა ხელოვანის გადასარჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი სტრუქტურები და საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი გაერთიანდა. კამპანიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოც შეუერთდა.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სოფია კვიციანის დასახმარებლად.