ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება. ის თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთერთია და ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს სახელით, გილოცავთ უფლის ამაღლების დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ სულის სიმტკიცესა და ურყევ ნებისყოფას, ჯანმრთელობას, მხნეობას, სიყვარულით და მშვიდობით გაერთიანებულ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებულ საქართველოში წარმატებულ, ღირსეულ ცხოვრებას და მოღვაწეობას ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის, უპირველესად კი ენგურს გაღმა თუ გამოღმა მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს!
უფალი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი!