საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის - უზენაესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, დღეს, 2 ივნისს, ხელი მოაწერეს მიმართვას ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ევროპარლამენტის თავმჯდომარის რობერტა მეცოლას, ევროსაბჭოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები, ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ მგალობლიშვილი, ჯემალ საჯაია და თემურ მჟავია.