უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

15 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის - 2023-2026 წლების პრიორიტეტების დიკუმენტის შესახებ“ ინფორმაციის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილთა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის ნ. კვარაცხელიას ანგარიში ინდოეთში (დელი) ვიზიტის შედეგების შესახებ“.

მესამე საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა აპარატის დევნილთა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია. მან დეტალურად ისაუბრა 29-30 მაისს, ნიუ დელიში გამართული („მომავლის ინოვაციური განათლების სამიტი-2022“) ღონისძიების შესახებ, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ციფრული განათლების სფეროში საქართველოში, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობა, ასევე ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების თანამედროვე მიდგომების საკითხები.

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, მურმან კვარაცხელიამ, რუდიკ ცატავამ.

სხდომას უძღვებოდა და კოლეგებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელმაც დადებითად შეაფასა და გაიზიარა კოლეგების მოწონება განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით. ამასთან, მან კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური კლასგარეშე ქართულენოვანი სწავლების“ პროექტის განხორციელებაზე, და, თუ რით იყო გამოწვეული ალტერნატიული (ციფრული) განათლების პროექტის შეთავაზება.





















































































































































 







Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions