აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თ.ხუბუა ა.ანქვაბის განცხადებას წინასაარჩევნო კონიუნქტურად არ მიიჩნევს...


ს.შამბასა და რ.ხაჯიმბას ჩვეული სეპარატისტული ”კომპონენტებით”გაჯერებული პოზიციების ფონზე საინტერესოდ ჟღერს ერთ-ერთი კანდიდატის, პრეზიდენტის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებლის ა.ანქვაბის განცხადება, რომ საქართველოსთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოხდეს მოლაპარაკებების დაწყება. მეზობელი ქვეყნის მიერ ოკუპირებული საქართველოს ამ რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგებით კონფლიქტის მოგვარებაში სასწაულებრივ გარღვევებს ნამდვილად არ ველოდები, მაგრამ, ვფიქრობ, ა.ანქვაბის განცხადება არ უნდა ჩაითვალოს წინასაარჩევნო კონიუნქტურად.

 

სავარაუდოდ, აღნიშნული პოზიცია არის შედეგი აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეისათვის მცხოვრები საღად მოზროვნე ადამიანების სულ უფრო მზარდი ფიქრისა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დალაგდეს ურთიერთობები ქართველებსა და აფხაზებს შორის. ა.ანქვაბს ეყო გამბედაობა (ის ცნობილია თავისი პრინციპული მიდგომების დაცვისას დაუფარავი სიჯიუტით - ყოველ შემთხვევაში, ადრე ასეთი გახლდათ) და თავისი ხედვები თბილისთან ურთიერთობების პერსპექტივებზე ასეთი პირდაპირობით გამოეთქვა. იმის უარყოფა შეუძლებელია, რომ რეგიონში მთავარი მოთამაშე რუსეთია, მაგრამ ანქვაბის ეს განცხადება რუსეთის დაკვეთად მაინც არ მიმაჩნია. იგი აფხაზეთის ხვალინდელ დღეზე იმედიანად ყოფნისათვის აფხაზი საზოგადოების ეიფორიაგანვლილი ნაწილის (თუ ყველასი არა) მიერ პრაგმატული რეალობის აღქმა უფროა, ვიდრე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ვერბალური ცრუ პოლიტიკური თეზისი, - აღნიშნა თ. ხუბუამ.

27.07.11

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions