16 ივლისს, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა.
ცერემონიალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ელგუჯა გვაზავა, ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ვეტერანი მეომრები, გენო ადამიას ოჯახის წევრები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გახსნის ღონისძიებაში ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული მონაწილეობდა.
შეკრებილთ მიესალმა და სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების სულისჩამდგმელებსა და მოწვეულ სტუმრებს გენო ადამიას ხსოვნისათვის და ეროვნული გმირის დამსახურებაზე ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული გმირი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი და მესამე ხარისხის ორდენები და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ღონისძიების ინიციატორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ხოლო ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ბადრი სხულუხია გახლავთ.
ეროვნული გმირის ბიუსტის გახსნა
https://youtu.be/juVzLvXc7bs