სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 135 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც რუხში და ფოცხო-ეწერში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.
სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობების ხელმძღვანელის მოადგილე თემურ ბოკუჩავა.
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.