"შავი არქეოლოგია ოკუპირებულ აფხაზეთში"

დე-ფაქტო აფხაზეთში გრძელდება ქართული ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბარბაროსული ხელყოფა რუსი "მეცნიერების" მხრიდან - წლებია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არქეოლოგიური ჯგუფი უკანონო გათხრებს აწარმოებს აფხაზეთის ტერიტორიაზე.

 

მოპოვებული უნიკალური არქეოლოგიური მასალები ყოველგვარი სახელმწიფო კონტროლის და საზოგადოებრივი ზედამხედველობის გარეშე გააქვთ რუსეთის ტერიტორიაზე და მათ სახელმწიფო მუზეუმებში იდებენ ბინას - წარმოშობის ყოველგვარი მითითებების და ახსნა - განმარტებების გარეშე!

ეს "შავი არქეოლოგიის" ტიპიური გამოვლინებაა, ეს სუფთა "კულტურული გენოციდის" ნიშნებია, ქართული იდენტობის კვალის წაშლა თანამედროვე აფხაზეთში!

მაგრამ ვინაა პატრონი?

ჩვენ მხოლოდ ამ ანტიქართული ფაქტების კონსტანტაცია და შეძლებისდაგვარად მათი იდენტიფიკაცია - კლასიფიკაცია შეგვიძლია...

ახლახან, ივნისში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ძალისხმევით და ჩემი რედაქციით გამოვიდა ამ ფაქტების ამსახველი ოთხენოვანი (ქართ., ინგლ, ფრანგ., რუსულ ენებზე) დოკუმენტური კრებული - "შავი არქეოლოგია ოკუპირებულ აფხაზეთში" (ქვედა ფოტო).

მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება...

P.S. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამ კრებულზე, და ზოგადად, ამ თემატიკაზე მომუშავე "სტაფს":

მეცნიერ - კონსულტანტს, მხატვარს, ინსაიდერს, რედაქტორებს (თარჯიმნებს), ტექნიკურ რედაქტორებს, დიზაინერს, გამომცემლობას - შპს "ფორმას".

მთ.რედაქტორ - გამომცემელი ზ.ჯ.































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions