უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

8 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს: ინფორმაცია „შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტების და პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების 2022 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე ვრცელი ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, ზურაბ ჯგუბურიამ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ საკითხი ცნობად იქნა მიღებული.

სხდომას უძღვებოდა და დისკუსიის შედეგები შეაჯამა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.










































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions