გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

14 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: ინფორმაცია „ოკუპირებული აფხაზეთის 2019-2021 წლებში ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სისტემური ანალიზის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“ და სხვა.

დეპუტატების წინაშე ოკუპირებულ აფხაზეთში 2019-2021 წლებში განხორციელებული ფინანსური პოლიტიკის შესახებ ვრცელი ანალიზით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, რუდიკ ცატავამ, ზურაბ ჯგუბურიამ, თემურ მჟავია, ანზორ წოწონავამ.

სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.


































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions