,,ჩვენ და აფხაზებს ერთად მოგვიწევს გლოვა 27 სექტემბერს, რადგანაც გაიმარჯვა რუსეთმა”- ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

 

ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას, ჯემალ გამახარია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანიქსიის გზაზე გადადგმულ ყველაზე მთავარი ნაბიჯად აფასებს.

,,ვლადიმერ პუტინმა 9 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ხელი მოაწეროს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. რუსეთი ამისთვის წლებია იბრძვის, ეს ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა, აფხაზები ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ეხება ორივე მხარეს. ,,ერთი მხარის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან, მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მოიპოვონ მეორე მხარის მოქალაქეობა”- წერია შეთანხმებაში. ეს ნიშნავს, იმას, რომ აღნიშნული შეთანხმება ორივე მხარეს ეხება. როდესაც რუსი გახდება აფხაზეთის მოქალაქე ის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, უძრავ ქონებას, მიწას შეიძენს და სრულფასოვანი ბატონ-პატრონი გახდება. დღეს თუ იარაღის ძალით უჭირავს აფხაზეთი, დემოგრაფიული და  ეკონომიკური თვალსაზრისით შეძლებს აფხაზეთის ათვისებას. ეს არის აფხაზეთის ანიქსიის გზაზე გადადგმული ყველაზე მთავარი, გადამწყვეტი ნაბიჯი. შეთანხმებას ხელი მოეწერა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. ეს სიმბოლურია და გამოჩნდა ვინ გაიმარჯვა 1993 წლის 27 სექტემბერს – ეს არის რუსეთი. მინდა აფხაზებს მოვუწოდო, რომ 27 სექტემბერი ერთად ვიგლოვოთ და ერთად ვეძებოთ გამოსავალი უკიდურესად მძიმე ვითარებიდან –  განაცხადა ჯემალ გამახარიამ  „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ხელი მოაწერეს ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას. არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთში მცხოვრები პირები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.

 

https://mcm.ge/161897/

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში - 30.09.2022

https://youtu.be/MV5lVHKiFgo



Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions