PACE საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტამდე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.


რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ მოითხოვონ რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებიდან, სადაც ამჟამად უკანონო კონტროლს ახორციელებს. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიებზე ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპის საბჭოს სხვა შესაბამისი ხელშეკრულებები და მოუწოდებს ევროპის საბჭოს, რომ ადგილზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლებთან და უფლებადაამცველებთან კონტაქტები შეინარჩუნოს.


რეზოლუცია ამ ტერიტორიებზე გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნისკენაც მოუწოდებს.


დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ევროპაში სტაბილურობის ფაქტორია და რომ ევროკავშირის წევრობის მომხიბვლელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ოფიციალურად გამოთქვეს ბლოკში გაწევრიანების სურვილი.


რეზოლუციის შეფასებისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ცვლილება დოკუმენტში, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციის განხილვისას წარადგინა და რომ მისი მიღება ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თალაკვაძის თქმით, რეიკიავიკის სამიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის დასადასტურებლად.


Civil.ge

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions