2 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული რადიოს ჟურნალისტს ლევი ბრიჯეს შეხვდა. შეხვედრა შედგა აშშ-ს ეროვნული რადიოს ინიციატივით.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ინტერვიუ, რომელშიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის ომის ისტორიაზე, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებულ მდგომარეობაზე. ჯემალ გამახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა დევნილობაში მყოფ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებსა და ამოცანებზე, ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.