ჯემალ გამახარიას განცხადებით, „1991 წლის 31 მარტი ასოცირდება თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზეც უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები. ამ დღეს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე. სეპარატისტებისა და მათი მფარველების მცდელობის მიუხედავად, რეფერენდუმი ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. მასში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. განსაკუთრებული წარმატებით რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთში. სეპარატისტთა ბოიკოტის მიუხედავად, მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (347175) 61,27%, საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა 97,73%, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 60%. ეს ოყო ეროვნული ხელისუფლების პირველი დიდი პოლიტიკური გამარჯვება აფხაზეთში“, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა სეპარატისტულ ძალებს და კიდევ უფრო გააძლერა ქართული ეროვნული მოძრაობა“.
„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი შემთხვევით, მაგრამ ამასთანავე კანონზომიერად დაემთხვა საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ზვიად გამასახურდია იყო, არის და სამუდამოდ დარჩება საქართველოს თავისუფლებისათვის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის აღდგენისათვის ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლოდ“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.