ერთხელ, როდესაც ყოვლადწმიდა ქალწულმა ჩვეულებისამებრ აღასრულა შუაღამის ლოცვები და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ქალწული მუცლად-იღებს და შობს ძეს, და ეწოდება მას ემმანუილ (რაც თარგმანით ნიშნავს - ჩვენთან არს ღმერთი), განიმსჭვალა სიყვარულით ამ ქალწულის მიმართ და ღრმად ჩაფიქრდა. იგი მთელი გულით ევედრებოდა ღმერთს, რომ მიენიჭებინა მისთვის ბედნიერება და ამ ქალწულის უკანასკნელ მოახლედ დაედგინა. უეცრად იგი უჩვეულო ზეციურმა ნათებამ მოიცვა და მოესმა ხმა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მის წინაშე უფლის წარმოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი იდგა. ქალწული შეკრთა, უკვირდა რას მოასწავებსო ეს უცნაური სიტყვები? და უთხრა მას ანგელოზმა. „ნუ გეშინინ, მარიამ! რამეთუ მადლი ჰპოვე წინაშე ღმრთისა და აჰა ესერა, შენ მუცლად-იღო და ჰშუა ძეჲ და უწოდე სახელი მისი იესო. სულიწმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ, ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლისა“, - დაამშვიდა იგი მთავარანგელოზმა.
მიენდო ღვთის ნებას წმიდა ქალწული და სულიწმიდისაგან იმავ წამს ჩაისახა მასში წმიდა ნაყოფი და აღავსო ყოვლადწმიდა მარიამის სული სიხარულითა და ბედნიერებით.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ყველა ჩვენს თანამემამულეს, ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთ, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ლტოლვილებს, ემიგრანტებს, გილოცავთ ხარების საუფლო დღესასწაულს, გისურვეთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, სიმტკიცეს, საკუთარ სახლ-კარში მშვიდობიანად, ღირსეულად დაბრუნებას, დანგრეულის სიყვარულით აღდგენას, უახლოეს მომავალში ამ დიდი ქრისტიანული დღესასწაულის ტრადიციული, ქართულენოვანი ლიტურგიით აფხაზეთში აღნიშვნას. ამასთან, მოგვიწოდებს ყველას, ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისათვის, გაძლიერებისათვის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მშვიდობიანად დაბრუნებისათვის, მოძმე უკრაინაში რუსეთის აგრესიის უკრაინელთა წარმატებით დასრულებისათვის, მთელს სამყაროში მშვიდობიანი, სამართლიანი და ჭეშმარიტად დემოკრატიული იდეების დამკვიდრებისათვის.